Saturday, July 17, 2010

ნარჩენებიდან ნაკეთობებამდე


1.პროექტის სახელი: „ ნარჩენებიდან ნაკეთობებამდე".

2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს განუვითარდეთ გარემოს დაცვითი ცნობიერება.

3. პროექტის სრული აღწერა: ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დაკავშირებულია რესურსების მოხმარებასთან. რესურსების მოხმარების შემდეგ რჩება ნარჩენები, რაც გარემოს დანაგვიანებას იწვევს. გარემოს დანაგვიანება ხდება , როგორც საყოფაცხოვრებო , ასევე ბუნებრივი ნარჩენებისაგან, რაც ცოცხალი ორგანიზმებისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამიტომ აუცილებელია ნარჩენების შემცირება და სწორად განთავსებაზე მუდმივად ზრუნვა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მიიღებენ და თავადაც მოიძიებენ ინფორმაციას ხელოვნური და ბუნებრივი ნარჩენების შესახებ. მასწავლებელთან ერთად შეადგენენ საველე მუშაობის გრაფიკს და გაანაწილებენ დავალებებს. შეაგროვებენ ბუნებრივ და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. იმუშავებენ შეგროვებული ნარჩენებიდან ნაკეთობების დამზადებაზე. მოამზადებენ მოსაწვევებს , საინფორმაციო ბუკლეტებს და  მოაწყობენ პროექტის პრეზენტაციას. 

4. მონაწილეთა ასაკი/ კლასები: 7,8,9,10. II III, IVკლ

5. ვადები/ ხანგრძლივობა: 6 კვირა

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

მასალის მოძიება ბიბლიოთეკაში და ინტერნეტში. დისკუსიის გამართვა, გამოფენა – გაყიდვის, პრეზენტაციის მოწყობა. კვლევა,ძიება, კეთება, სამუშაოს დაგეგმვა, მოსმენა, თანამშრომლობა მასწალებლებთან და ერთმანეთთან.

7.მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეებს გაუმჯობესთად ჯგუფთან მუშაობის უნარები და გარემოს დაცვითი ცნობიერება,როგორც ბუნებრივი ასევე ხელოვნური ნარჩენების შესახებ. ჩატარდა საველე მუშაობა კუროტ აბასთუმნის, მდინარე ქვაბლიანის და ე.წ." უდისჭალის" ტერიტორიებზე, სადაც შეგროვებული ნარჩენებით დამზადდა 100– ზე მეტი ნაკეთობა. უსაზღვრო იყო ბავშვების ფანტაზია, ყველაფერს შემოქმედის თვალით უყურებდნენ . ამზადებდნენ ცხოველებს, ფრინველებს, ეკლესიას, აკეთებდნენ მოზაიკასა და კოლაჟს , უზიარებდნენ ერთმანეთს აზრს და ითვალისწინებდნენ მასწავლებლის რჩევას. მოეწყო ნარჩენებით დამზადებული ნაკეთობების გამოფენა– გაყიდვა აუქციონის წესით. ნამუშევრების თემატიკის მრავალფეროვნებამ,დახვეწილობამ და პოეტურმა სახელწოდებებმა აღაფრთოვანა დამთვალიერებლები, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ შერჩეული ნაკეთობების შეძენას. გამოფენა – გაყიდვის ბოლოს არც ერთი ნამშევარი არ დარჩენილა მეპატრონის გარეშე.

8.სარგებელი სხვებისათვის: საინფორმაციო ბუკლეტების საშუალებით მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ მსურველს საუკეთესო ნაკეთობების დამზადების წესის შესახებ, რადგან ყველა ვერ ახერხებს ამის დამოუკიდებლად კეთებას. თითქოსდა უსარგებლო ჩვეულებრივი მასალიდან , უნდა ისწავლონ რაღაც არაჩვეულებრივის შექმნა. გამოფენა– გაყიდვით მიღებული თანხა მოხმარდება სკოლის სხვა პროექტებს , გააკეთებენ ფოტო- სტენდს, წარმოადგენენ პროექტის პრეზენტაციას.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთა/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული: მოსწავლე ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას.რეაგირებს სამეტყველო სიტუაციაში.

ბუნება: მოსწავლეს უყალიბდება დამოკიდებულება საკუთარი გარემოსადმი.

საინფორმაციო ტექნოლოგიები: იყენებს ინტერნეტში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამის რესურსებს.

ხელოვნება: მონაწილეობს სასკოლო გამოფენებში. სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის კომენტარზე. წარსდგება აუდიტორიის წინაშე როგორც ავტორი. მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას ნამუშევრის შექმნისას. აკვირდება, აგროვებს და ნამუშევარში იყენებს მასალას. პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს.
11.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ინგა კაჭკაჭაშვილი

12.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ingakachkachashvili@gmail.com